ხანძარი საყავრესთან

გორის სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს. ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

კომენტარები