ძაღლები

კანადაში ძაღლებმა ტრენინგის ფარგლებში თეატრში წარმოდგენას უყურეს

CNN.com

როდესაც მსახიობებმა კანადური წარმოდგენა "Billy Elliot: The Musical" დაასრულეს, ტაში არავის დაუკრავს, რადგან იქ ადამიანების მაგივრად ძაღლები ისხნდნენ.

რამდენიმე დღის წინ, ონტარიოში მიმდინარე ფესტივალმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ სხედან თეატრში ძაღლები, რომლებსაც მომავალში სხვადასხვა საქმიანობებისთვის გამოიყენებენ და სპექტაკლს უყურებენ.

ძაღლების მწვრთნელის ლაურა მაკკენზის თქმით, ძაღლებს ორწლიანი ტრენინგი უტარდებათ, რომლის ფარგლებში ისინი უკვე ყავდათ ზოოპარკებში, მეტრო სადგურებსა და ხალხმრავალ ადგილებში, ახლა კი თეატრში წამოიყვანეს. მსგავს ადგილებში ძაღლები იმიტომ მიყავთ, რომ ისინი შეეჩვივნონ მათთვის უცხო ხმებსა და ნათებებს და სწრაფ მოძრაობებს.

მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ძაღლები წესით სკამების ქვემოთ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ზოგმა ცნობისმოყვარე ძაღლმა თავი მაღლა ამოყო. სწორედ ამ დროს არის გადაღებული გავრცელებული ფოტოც. 

ფესტივალის წარმომადგენელის თქმით, ძაღლები კარგად იქცეოდნენ.

"ძაღლები ძალიან კარგად იქცეოდნენ. იმედი მაქვს ისინი შემდეგ წელსაც დაგვიბრუნდებიან", - თქვა მან.

კომენტარები