ხანძარი საყავრესთან

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ფართობი 40 ჰექტარიდან 10-მდე შემცირდა

0 კომენტარი
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოებში ჩართული იქნება 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. 

გათენებისთანავე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. 

მათივე პირველადი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა 40 ჰექტარზე, თუმცა მეხანძრე მაშველების აქტიური მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებს. 

22 აგვისტოს საღამოს 6 საათიდან ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, მათ 6 გაფრენა განახორციელეს. 

ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები