გლობალური ბიზნესი

Apple-ის მიერ გადაღებულ დილის შოუზე უფრო მეტი ფული დაიხარჯა ვიდრე GOT-ის ბოლო სეზონზე

indiewire.com

ამერიკული Apple-ის მიერ გადაღებული, დილის შოუზე, რომელშიც რიზ უიზერსპუნი, ჯენიფერ ენისტონი და სტივ კერელი მონაწილეობენ უფრო მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე სამეფო კარის თამაშების ფინალურ სეზონზე. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დილის შოუს ერთი ეპიზოდების გადაღებაზე უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე, სამეფო კარის თამაშების საფინალო სეზონის ერთ სერიაზე საშუალოდ (15 მილიონი დოლარი).

სულ ამ დროისთვის ორიგინალური ვიდეო კონტენტის წარმოებაზე Apple-მა 6 მილიარდი დოლარი დახარჯა. კომპანია საკუთარი სტრიმინგ სერვისის Apple TV +-ის ჩასაშვებად ემზადება სერვისი უკვე არსებული, Netflix-ის AT&T-ის კონკურენტი იქნება.

2017 წელს კომპანიამ, Sony-ის ორი ტოპ-მენეჯერი ჯერემი ერლიხტი და ზაკა ვან ამბურგი დაიქირავა. ისინი კომპანიაში ვიდეო წარმოების პროცესს ხელმძღვანელობდნენ. თავდაპირველად, ამ საქმისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოიყო, თუმცა საბოლოოდ პროდუქციის წარმოებისთვის 6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

გამოცემის ინფორმაციით, დილის შოუზე გადაღებაზე ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. დილის შოუს გარდა, კომპანია ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკურ დრამას სახელწოდებით, See-ის იღებს, რომელშიც მთავარ როლს ჯეისონ მომოა შეასრულებს. სცენარისტი კი სტივენ ნაიტი იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, Apple-ის სტრიმინგ სერვისი უახლოესი ორი თვის განმავლობაში ჩაეშვება, კომპანია შეეცდება დაასწროს Disney-ის, რომელიც საკუთარი სტრიმინგ სერვის ნოემბერში ჩაუშვებს.

Apple-ს ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას, სერვისის ფასებზე და პაკეტებზე, თუმცა ცნობილია, რომ სერვისი მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში იმუშავებს.

საკუთარი სტრიმინგ სერვისის შესახებ ინფორმაცია, პირველად კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ტიმ კუკმა 25 მარტს, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გააჟღერა.

კომენტარები