ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აღწერილობების მესამე ტომს გამოსცემს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა 300 ხელნაწერი ახალი სტანდარტებით აღწერა 

ხელნაწერთა ცენტრის ცნობით, ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდი, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი შედის.მათი აღწერილობა ბოლოს 1950 წელს დაიბეჭდა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 2014 წელს, ეროვნულ არქივში შეიქმნა ხელნაწერთა აღწერილობის ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვით შექმნილი აღწერილობების კიდევ ერთი, მესამე ტომი, გამოსაცემად უკვე მზადდება. მესამე ტომში შევა იმ ხელნაწერთა აღწერები, რომლებსაც ხელნაწერთა კოლექციაში მინიჭებული აქვს ნომრები 201-დან 300-მდე.

ახალ ტომში შესული ხელნაწერების დიდი ნაწილი არქივს 1920-იან წლებში ცნობილმა სასულიერო პირმა ვასილ კარბელაშვილმა გადასცა. ხელნაწერების აღწერებისას არაერთი სიახლე გამოვლინდა, მათ შორის აღსანიშნავია ახლადგამოვლენილი ტექსტები,მინაწერები და ინფორმაცია ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით.

რამდენიმე ათეული ხელნაწერის ანდერძ-მინაწერი შეეხება გურიაში მიმდინარე სააღმშენებლო თუ საგანმანათლებლო საქმიანობას, სიმონ ქორიძის მიერ სოფელ წყალწმინდაში დაარსებული ქართული ხელნაწერების ბიბლიოთეკას და აქვე დაარსებულ ქართულ სკოლას. 

განსაკუთრებით ღირებულად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იმერეთის დედოფალ მარიამისა (ოტია დადიანის ასული) და ალექსანდრე ბატონიშვილის შვილის (სოლომონ I-ის შვილობილი და ტახტის მემკვიდრე) გიორგი (გოგია) ბატონიშვილის დღემდე უცნობ ავტოგრაფიულ მინაწერებს მიიჩნევს. 

უწყება აღნიშნავს, რომ ხელნაწერების აღწერის ახალმა სტანდარტმა პროექტზე მომუშავე ჯგუფს საშუალება მისცა, დეტალური ინფორმაცია მაქსიმალურად აესახა ხელნაწერის აღწერაში. აღწერილობის პირველი ტომი 2016 წელს გამოიცა, მეორე კი 2018 წლის მიწურულს. 

კომენტარები