"ბალტიის გზიდან" ზუსტად 30 წლის თავზე ათასობით ჰონგკონგელმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრა პრო დემოკრატიული მოძრაობის და ანტი-საექსტრადიციო კანონისთვის მათი ბრძოლისკენ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.
1989 წლის 23 აგვისტოს ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობამ შექმნა 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი შეკრა. მასში 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. შედეგად ერთმანეთს რესპუბლიკების დედაქალაქები: რიგა, ვილნიუსი და ტალინი დაუკავშირდა.
ჰონგ კონგში ღონიძიიება დღეს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყო. მონაწილეები სამ ძირითად სარკინიგზო ხაზთან შეიკრიბნენ. მათ სამი ჯაჭვის შეკვრა გადაწყვიტეს, რომლებიც ერთმანეთს დაუკავშირდებოდა - 13 კილომეტრიანი, 7,2 კილომეტრიანი და 12,6 კილომეტრიანი ჯაჭვების.
უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს. აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.
ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა.
მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.
ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა.