ბალტიის გზა

ფოტოები: 30 წელი ბალტიის გზის მშვიდობიანი აქციის შემდეგ

0 კომენტარი
ფოტო: Wikipedia

ბალტიის გზის მშვიდობიანი აქციიდან 30 წელი გავიდა. აქცია სსრკ-ის ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში 1989 წლის 23 აგვისტოს გაიმართა.

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობამ 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი შექმნა, რომელშიც 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა, რის შედეგადაც რესპუბლიკების დედაქალაქები რიგა, ვილნიუსი და ტალინი პრაქტიკულად ერთმანეთს დაუკავშირდა. 

აქცია მოლოტოვ რიბენტროპის პაქტის 50-ე წლისთავზე გაიმართა და მისი მიზანი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების იმ ისტორიული მოვლენისადმი მიპყრობა იყო, რომელმაც შეცვალა ბალტიის ქვეყნების ბედი.

პაქტის საიდუმლო მუხლების მიხედვით, სსრკ-მ და გერმანიამ ევროპაში გავლენის სფეროები გაინაწილეს. ლიტვა და დასავლეთი პოლონეთი გერმანიის გავლენის სფეროში, ხოლო ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, აღმოსავლეთი პოლონეთი და ბესარაბია სსრკ-ის სფეროში მოექცა.

აქციის ორგანიზატორები ესტონეთის სახალხო ფრონტი, ლატვის სახალხო ფრონტი და საიუდისი ლიტვაში იყვნენ. ბალტიის გზამ მსოფლიო საზოგადოებას ბალტიისპირელი ხალხის სსრკ-დან გასვლის მისწრაფება დაანახა. 

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას არანაირი რეალური ნაბიჯი რესპუბლიკებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისათვის არ გადაუდგამს. დემონსტრაციიდან 6 თვის შემდეგ ლიტვამ სსრკ-დან გასვლის შესახებ პირველმა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები