მსოფლიო ბიზნესი

მილიარდერი დევიდ კოხი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

79 წლის ასაკში, გარდაიცვალა კომპანია, Koch Industries-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მილიარდერი, დევიდ კოხი. ინფორმაციას ამის შესახებ, გარდაცვლილის უფროს ძმაზე, ჩარლზ კოხზე დაყრდნობით ამერიკული ტელევიზია NBC ავრცელებს.

დევიდ კოხი მის მიერ დაარსებული კომპანიის მართვას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო წინა წელს ჩამოშორდა. იგი აღარ იღებდა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში მათ შორის მის მიერ დაარსებული ფონდის Americans for Prosperity Foundation-ის საქმიანობაში. ძმები კოხები წლების განმავლობაში ამ ფონდის მეშვეობით მხარს უჭერდნენ აშშ-ს რესპუბლიკურ პარტიას. ათწლეულების მანძილზე კოხები პარტიის უმსხვილესი შემომწირველებად მოიაზრებოდნენ.

პარტიის მხარდაჭერის მიუხედავად კოხებს მონაწილეობა არ მიუღიათ დონალ ტრამპის წინასაარაჩევნო კამპანიაში. დევიდ კოხი ასევე იყო აშშ-ს ერთ-ერთ უმსხვილესი ქველმოქმედი. წლების განმავლობაში იგი ახორციელებდა აფინანსებდა საავადმყოფოებს, კიბოს გამოკვლევის სხვადასხვა პროექტებს და ხელოვნების სფეროს.

Forbes-ის შეფასებით, დევიდ კოხის ქონება 42 მილიარდი დოლარია. დევიდ კოხი პლანეტის მეთერთმეტე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო

კომენტარები