ჩინეთმა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერკულ საქონელზე დამატებითი საპასუხო ტარიფები დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური სააგენტო Xinhua ავრცელებს.
ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აშშ-დან იმპორტირებულ 5 ათასზე სასაქონლო პოზიციაზე დამატებითი 10 და 5%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ. ახალი ტარიფები ნაწილი 1 სექტემბრიდან და 15 დეკემბრიდან ამოქმედდება. ჩინეთში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც ანალოგიური ნაბიჯი აშშ-მ გადადგა.
მიმდინარე წლის მაისში აშშ-მ 25%-ით გაზარდა ტარიფი 250 მილიარდი დოლარის ღირუბელების ჩინურ საქონელზე. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ჩინეთიდან იმპორტიირებული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ 557 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მსოფლიოს ორ უმსხვილეს სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომი 2018 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა.