უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

Reuters

24 აგვისტოს უკრაინა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს აღნიშნავს. 

ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. დამოუკიდებლობის დეკლარაციას უკრაინამ ხელი 1990 წლის 16 ივლისს მოაწერა, თუმცა, დოკუმენტი სწორედ 1991 წლის აგვისტოში გამოვიდა და იმავე წლის 1-ლ დეკემბერს, რეფერენდუმით დადასტურდა. 

ამ დრომდე დამოუკიდებლობის დღე კიევში სამხედრო აღლუმით აღინიშნებოდა, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წლის 9 ივლისს თქვა, რომ აღლუმის ჩატარების სანაცვლოდ 300 მილიონ უკრაინულ გრივნას (დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარი) სამხედროებს ბონუსად დაურიცხავს

ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში პრეზიდენტის რანგში პირველად მიიღო მინაწილეობა. ის ღონისძიებაზე ცოლთან, ალიონა ზელენსკასთან ერთად მივიდა. 

პრეზიდენტმა "ზეციური ასეულის" პატივსაცემად წუთიერი დუმილი გამოაცხადა. 

"ჩვენ ვიწყებთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას იმ ადგილიდან, სადაც უკრაინის საუკეთესო შვილებმა თავიანთი სიცოცხლე და მომავალი ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას შესწირეს. და დღეს, ჩვენი მომავალი ყველა მათგანს მადლობას უხდის. მათი ხსოვნა ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება", - თქვა ზელენსკიმ 

მან აღნიშნა, რომ 24 აგვისტო უკრაინის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაიხადა სამხედროებს, რომლებიც უკრაინას დონბასში იცავენ. 

კომენტარები