მარველი

კიტ ჰარინგტონი მარველის კინოსამყაროში გამოჩნდება

Screenrant

სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი, კიტ ჰარინგტონი მარველის კინოსამყაროში გამოჩნდება. ის მარველის "მარადიულებში" მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია Disney-მ დაადასტურა.  

ჰარინგტონი დეინ ვიტმანის, იგივე შავი რაინდის როლს შეასრულებს.  

"მარადიულები" 2020 წლის 6 ნოემბერს გამოვა. ის მარველის კინოსამყაროს მეოთხე ფაზის ნაწილია. მისი რეჟისორი ქლოე ჩჟაო იქნება.  

"მარადიულები", რომელიც პირველად 1976 წელს გამოვიდა, ჯეკ კირბის მიერ შექმნილი სუპერგმირების ჯგუფია.  

მანამდე, Comic Con-ის ფესტივალზე ცნობილი გახდა, რომ მარველის "მარადიულებში" ანჯელინა ჯოლისაც ვიხილავთ. ის ერთ-ერთი სუპერგმირის, თენას როლს შეასრულებს.

კომენტარები