Peaky Blinders

Peaky Blinders-ი მეხუთე სეზონით ბრუნდება

BBC ONE

ბრიტანული სერიალი, Peaky Blinders-ი მეხუთე სეზონით 25 აგვისტოს ბრუნდება. პირველი სერია ადგილობრივი დროით 21:30 წუთზე, თბილისის დროით კი 00:30 წუთზე გამოვა.  

სერიალის ახალ სეზონში მოვლენები 1920-იანი წლების მიწურულს ვითარდება, პერსონაჟი ტომას შელბი კი პოლიტიკურ პროცესებში იღებს მონაწილეობას. 

როგორც BBC გვპირდება, მეხუთე სეზონში ბევრი ახალი პერსონაჟი გამოჩნდება. როგორც ცნობილია, სემ ქლაფინი სერიალის მთავარი ანტაგონისტი იქნება. ქლაფინი ფაშისტი პოლიტიკოსის, ოსვალდ მოსლის როლს შეასულებს.  

"აქ [მეხუთე სეზონში] იქნება ნაციონალიზმის, პოპულიზმის, ფაშიზმისა და რასიზმის აღზევება", - თქვა რეჟისორმა სტივენ ნაითმა. 

კომენტარები