ფორსაჟის გადაღება თბილისში

ფორსაჟის გადაღების გამო 26 აგვისტოდან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით რუსთაველზე მოძრაობა შეიზღუდება

0 კომენტარი

26 აგვისტოდან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით ჰოლივუდის ფილმის - Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. დღეს, 23:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედნიდან ყოფილი ფოსტის შენობამდე.

"ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი, ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებს, როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

რუსთაველის მეტროდან მოძრავ ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეეძლება ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე და მოძრაობას განაგრძობენ რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.

ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ისარგებლებს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლითაც მოხვდებიან რუსთაველის გამზირზე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას“,- აცხადებს შსს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები