მსოფლიო რეკორდი

გიორგი როსტომაშვილმა თითზე მიბმული თოკით გემის გადათრევაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს რეკორდების ფედერაცია

საქართველოს რეკორდების ფედერაციის ცნობით, 25 აგვისტოს, ბათუმის ნავსადგურში მსოფლიოს რეკორდი დამყარდა.

გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და გაწია საზღვაო ბუქსირი, "თამარა 2", რომლის წონაც 200 ტონას აღემატება. ქართველმა რეკორდსმენმა გემის გადათრევა 5 მეტრზე შეძლო.​

29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორია, 2015 წელს კი "რეკორდსმენთა თასის" მფლობელი გახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები