ამაზონის ჯუნგლები

ლეონარდო დიკაპრიოს ორგანიზაციამ ამაზონის ჯუნგლებისთვის $5 მილიონი გადარიცხა

0 კომენტარი
ფოტო: latimes.com

ლეონარდო დიკაპრიოს, ლორენ პოუელ ჯობსისა და ბრიან შეტის ორგანიზაცია Earth Alliance-მა ამაზონის ჯუნგლების ხანძრის შედეგად დამწვარი ნაწილის აღსადგენად ხუთ ლოკალურ ორგანიზაციას 5 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

ხუთივე ორგანიზაცია, რომლებსაც ფული გადაერიცხათ, ბრაზილიაშია დაარსებული.

Earth Alliance გასულ თვეს დაარსეს. გუშინ ორგანიზაციამ სპეციალური ფონდი შექმნა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ფული ჩარიცხონ და ის ამაზონის ჯუნგლების აღდგენას მოხმარდება.

"შემოგვიერთდით. თქვენი დონაციის 100% გადაერიცხებათ პარტნიორებს, რომლებიც მუშაობენ ამაზონის დასაცავად. Earth Alliance არის იმისთვის, რომ დაიცვას სამყარო. ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ ამაზონში მიმდინარე კრიზისით, რომელიც გავლენას ახდენს კლიმატის ბალანსზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადგილობრივი ხალხის კეთილდღეობაზე", - წერს ორგანიზაცია ინსტაგრამზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები