მსოფლიო

როგორ გავხდეთ მილიონერი გეიმერი და რა არის საჭირო ამისთვის?

კომპიუტერული თამაში, International-ის მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდმა წელს 30 მილიონი დოლარი შეადგინა. შეჯიბრებიის მონაწილეების აბსოლიტური უმრავლესობა კი თინეიჯერია. რთული წარმოსადგენია თუ როგორი დაძაბულები არიან ამ ასაკის სპორტსმენები, იმის გათვალისწინებით, რომ ფსონად მილიონები დევს და მათ თამაშს მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს.

კომპიუტერული თამაში International-ის მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდმა წელს 30 მილიონი დოლარი შეადგინა. შეჯიბრის მონაწილეების აბსოლიტური უმრავლესობა კი თინეიჯერია. რთული წარმოსადგენია თუ როგორი დაძაბულები არიან ამ ასაკის სპორტსმენები, იმის გათვალისწინებით, რომ ფსონად მილიონები დევს და მათ თამაშს მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს.

გამარჯვებული, კაილ გირსდორფი ტურნირზე
ფოტო: .bbci.co.uk

ელექტრონული თამაშების ინდუსტრიას მსოფლიოში უამრავი კრიტიკოსი ყავს, რომლებიც ხშირად საუბრობენ თამაშის უარყოფით მხარეებზე. მიუხედავად ამისა, მოზარდი თინეიჯერებისთვის ინდუსტრია დიდი ფულის მოგების შანსს იძლევა.

მაგალითად, 16 წლის კაილ გირსდორფი წინა თვეში მულტიმილიონერი გახდა. ივლისში, კაილმა თამაშ Fortnite-ის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 30 მილიონს შეადგენდა, კაილმა კი 3 მილიონი დოლარი მიიღო. ამ დროისთვის ეს ყველაზე დიდი ინდივიდუალური პრიზია ელექტრონული სპორტის ინდუსტრიაში.

ბოლო წლების განმვალობაში ელექტრონული თამაშების ტურნირების საპრიზო ფონდები დინამიურად იზრდება. ამ დრომდე საპრიზო ფონდის რეკორდი სწორედ, Fortnite-ის ტურნირს ეკუთვნოდა, თუმცა კვირას Dota2-ის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდმა 34 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

დამკვიდრებული წარმოდგენის მიუხედავად, ელექტრონული თამაშების უკან ტიტანური შრომა დგას.

სასტიკი გამოცდა

20 წლის ანუჩა ჯირავონგი ბანგკოკიდან პროფესიონალი გეიმერია. მისი ელიტური გუნდი Fnatic-ი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. მისი თქმით, 13 წლის ასაკში, როცა ელექტრონული თამაშები მისთვის უბრალო ჰობი იყო, მაშინაც კი იგი სამუშაო დღეებში თამაშს საშუალოდ 7 საათს უთმობდა, ხოლო უქმეებზე კი 13 საათს. მას შემდეგ, რაც იგი პროფესიონალებში გადავიდა ეს დროც გაიზარდა.

ანუჩას თქმით, მათი გუნდი ყოვედღიურად დილის 10 საათზე დგება, მცირე საუზმის შემდეგ 10:30 ისთვის გუნდის მთელი შემადგენლობა სავარჯიშო დარბაზში იკრიბება. განიხილავენ დღის გეგმას, რის შემდეგაც იყოფებიან გუნდებად და თამაშობენ სამ შიდა გუნდურ მატჩს. ამ მატჩების დასრულების შემდეგ, გუნდი კვლავ იკრებება თამაშის დეტალური ანალიზისთვის.

ჩვეულებრივ, გუნდის წევრები საღამოს 6 საათისთვის ვახშმობენ, გუნდური თამაში კი 10 საათამდე გრძელდება. 10 საათზე გუნდი ისევ იკრიბება დეტალური ანალიზისთვის, ხოლო ამის შემდეგ კი ღამის პირველ საათამდე გუნდის წევრები ქსელში ინდივიდუალურად თამაშობენ.

იგივე გრაფიკით ცხოვრობს პროფესიონალი გეიმერი დემიენ ჩოკიც. მისი თქმით, გუნდი დღეში 8 საათს ვარჯიშობს, ხოლო ამის შემდეგ კი რამდენიმე საათი მოთამეშეები ინდივიდუალურად მეცადინეობენ.

Dota 2-ის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი
ფოტო: .bbci.co.uk

თითოეული შეცდომა დეტალურად ირჩევა

ამერიკული სპორტული ტელევიზიის, ESPN-ის ელექტრონული თამაშების მიმოხილველი, ტაილერ ერცბერგერი ხშირად საუბრობს იმ არანორმალურ წნეხზე, რომელსაც ახალგაზრდა გეიმერები განიცდიან. საერთაშორისო ტურნირზე ყველა მოთამაშის ინდივიდუალური შეცდომა დეტალურად განხილვის საგანია ისეთ ონლაინ ფორუმებზე როგორიცაა Reddit, Twitter-ი.

თამაშის პერსონაჟების ფორმებში გამოწყობილი ფანები ტურნირის მსვლელობისას
ფოტო: .bbci.co.uk

ჟურნალისტმა, გაიხსენა წინა წელს ტურნირ Evolution Championship Series-ზე მომხდარი შემთხვევაც, როდესაც თამაშის ერთ-ერთი კონკურსანტ, ჯასტინ მაკგრატ-ს პირდაპირ სცენაზე ნერვული შეტევა დაემართა.

"მსოფლიოში არ არსებობს სპორტის სხვა სახეობა, როდესაც თინეიჯერი გართობისთვის რომელიმე თამაშით ერთობა, ხოლო მეორე დღეს დიდ სცენაზე მილიონობით ადამიანის კრიტიკული მზერის ქვეშ უწევს ყოფნა."  ერცბერგერი ამბობს, რომ მოზარდებს არა აქვთ საკმარისი დრო შეჩვევისთვის და არ არსებობს ამ მასშტაბის სტრესტსთან გამკლავების რეცეპტიც.

ჯერჯერობით არ არსებობს კვლვები ელექტრონული თამაშების უარყოფითი გავლენის შესახებ მოზარდის ფსიქიკაზე, თუმცა ფსიქოლოგები მოთამაშეებში გავრცელებული გამუდმებული განგაშსა და ემოციური გამოფიტულობას სწორედ, თამაშებს უკავშირებენ. პროფესიონალი გეიმერების უმეტესობა კარიერას 30 წლის მიღწევამდე ასრულებს.

გულშემატკივრები ფინალის მსვლელობისას
ფოტო: .bbci.co.uk

პროგრესი ღამის სამ საათზე

სპორტული ფსიქოლოგი, დაგ გარდნერი წინა წელს Dota2-ის მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე გუნდთან მუშაობდა. მისი დაკვირვებიდან ირკვევა, რომ ინტენსიური თამაში მრავალი საათის განმავლობაში კონტპროდიუქტულია, როგორც თამაშის ხარისხის, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

გარდნერის თქმით, მოთამაშეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მეტი თამაში ხარისხს აუმჯობესებს, თუმცა რეალობა სხვაგვარია. გარდნერის ცნობით, ხშირად დგება ძალისხმევის შემცირება და მოთამაშეები კოგნიტურ, ფიზიკურ და ემოციურ სტრესში ვარდებიან.

გარდნერის თქმით, მოთამაშეებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძილის მოწესრიგებას. ფსიქოლოგი ამბობს, რომ უძილობა მოქმედებს გუნდის შიგნით მოთამაშეების პერსონალურ ურთიერთობებზე და უშუალოდ თამაშის ხარისზე მოქმედებს.

მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, გარდნერმა ელექტრონული სპორტში ჩართული გეიმერებისთვის სპეციალური სპორტული განრიგი შექმა, რომელსაც ბეისბოლისტების და ამერიკული ფეხბურთში ჩართული სპორტსმენების დღის განრიგი დაედო საფუძვლად.

ფსიქოლოგის მიერ შემუშავებული განრიგით, გუნდები დილის ათის ნახევარზე იღვიძებენ, ათ საათზე უკვე სავარჯიშო დარბაზში არიან. ამის შემდეგ, გუნდები 6 საათის განმავლობაში თამაშობენ, ხოლო საღამოს ექვსი საათის შემდეგ გეიმერები თავისუფალნი არიან.

ეს სპორტის ძალიან ახალგაზრდა სახეობაა და თავისთვად ელექტრონული თამაშების ინდუსტრიაში უამრავი პრობლემააა, თუმცა გარდნერი იმედოვნებს, რომ დროსთან ერთად გეიმერები და გუნდები უფრო მეტ აქცენტს ხარისზე გააკეთებენ.

წყარო: BBC

კომენტარები