სუდანი

სუდანში წყალდიდობას 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

BBC

სუდანში ძლიერი წვიმის გამო გამოწვეულ წყალდიდობას 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყანაში გადაუღებელი წვიმები ივლისიდან გრძელდება. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ძლიერმა წვიმებმა 200 ათასი ადამიანი დააზარალა.

გაეროს ინფორმაციით, 37 ათასი სახლი დაზიანდა ან განადგურდა.

სუდანში წვიმების სეზონი ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები