საბანკო სექტორი

კომერციული ბანკების აქტივები ივლისში 3%-ით გაიზარდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2019 წლის ივლისში ქართული კომერციული ბანკების აქტივები გასულ თვესთან შედარებით 1.3 მილიარდი ლარით, შესაბამისად, 3%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ლარებში აქტივების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა - გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდა 1.4%-ს შეადგენს.

პირველი აგვისტოსათვის, კომერციული ბანკების აქტივები ჯამში 44.3 მილიარდ ლარს უტოლდება.

ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12%-ის ტოლია.

კომენტარები