ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

27 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და კაციტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ანდრო ჟორდანიას, თელეთის, წავკისის, ლომინაძის, ღოღობერიძის, სურგულაძის, ევგენი გეგეჭკორის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გაზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გაზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, ბახტრიონის, მიცკევიჩის, დავით გამრეკელის, კუტუზოვის და ირაკლი გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიელის, შალვა ნუცუბიძის და ძოწენიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის, მეტეხის აღმართის, ჩეხოვის, რუისის, ჯორბენაძის, მეტეხის, დუტუ მეგრელის, ჯავახეთის, ზაქარია მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, რომანოზ ხომლელის, ვაჟა ივერიელის, წინანდლის და ხახანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის და ბოჭორიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები