"პეკინის კოშმარი" - ჩინეთის რუკა და ჰონგ-კონგელი მომიტინგე.Badiucao/Instagram
"ექსტრადიციის კანონპროექტი მკვდარია?"Badiucao/Instagram
"ჰონგ-კონგის გზა თუ ჩინეთის გზა? - არჩევანი შენზეა" - 23 აგვისტოს ბალტიის გზის 30 წლისთავზე ჰონგ-კონგელებმა ჰონგ-კონგის გზა გააკეთეს.Badiucao/Instagram
"ჰონგ-კონგის თვითგამოცხადებული დედა" - საუბარია ჰონგ-კონგის ლიდერზე კერი ლამზე. 25 აგვისტოს აქციებზე პოლიციამ პირველად გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი.Badiucao/Instagram
ჰონგ-კონგელ პოპ ვარსკვლავსა და აქტივისტს დენის ჰოს გაეროში სიტყვით გამოცვლის დროს ჩინეთის მხარე სიტყვას აწყვეტინებს. ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ხშირად ამსგავსებენ ვინი პუჰს, რის გამოც ვინი პუჰს ჩინეთში ცენზურა ადევს.Badiucao/Instagram
"ჩინეთის ერთი ქვეყნის პრინციპი". 1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს 'ერთი ქვეყანა, ორი სისტემის' პირობებით გადასცა.Badiucao/Instagram
"გამარჯობა ჰონგ-კონგო, გახსოვარ? მე ვარ ჩინეთში ექსტრადიციის სახე, მე ვვარ ხვალინდელი ჰონგ-კონგის სახე." - ჰონგ-კონგის ლიდერის კერი ლამისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის გაერთიანებული სახე.Badiucao/Instagram
ჰონგ-კონგელი ოპოზიციონერი ჯოშუა ვონგი.Badiucao/Instagram
Badiucao/Instagram
"ჩინეთის მომხრე ჩინელი გაცვლითი სტუდენტების კარიკატურა" - ბატიუცაოს თქმით, კარიკატურის მიუხედავად ის მხრს უჭერს ჩინელი სტუდენტების მეტ ჩართულობას, ცვლილებასა და 'ტვინგამორეცხილი' ჩინელი სტუდენტების დაცვას.Badiucao/Instagram
სი ძინპინი და სტუდენტიBadiucao/Instagram
"დიდი ძმის ქუჩის ნათურა ჰონგ-კონგში დაეცა!" - ჰონგ-კონგის აქციების დროს მომიტინგეებმა ე.წ. ჭკვანი ნათურა მოანგრიეს, რადგან შიშობენ, რომ მსგავსი ტექნოლოგიის განვითარებით ჩინეთში არსებულ სახისამომცნობ კამერებს განავითარებდნენ.Badiucao/Instagram
"ბატონო სი, ჰონგ-კონგი კარგადაა".Badiucao/Instagram
"თვალი თვალის წილ". აქციების მიმდინარეობისას პოლიციელისგან ნასროლი ტყვიით მომიტინგემ თვალი დაკარგა.
ჩინეთში სინძიანის პროვინციაში არსებული საკონცენტრაციო ბანაკი, მეტწილად, ჩინეთის ეთნიკური უმცირესობისთვის, უიღურებისთვის.Badiucao/Instagram
Badiucao/Instagram
პატიუცაო ჩინელი დისიდენტი ხელოვანი და აქტივისტია, რომელიც პოლიტიკურ კარიკატურებს ქმნის.
მან სატირული ნამუშევრების შექმნა 2014 წლიდან ჰონგ-კონგის ე.წ. ქოლგების მოძრაობის დროს დაიწყო. მისი ნამუშევრები არაერთ ქვეყანაში გამოფინეს.
იხილეთ ნამუშევრები:
ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციებზე ვრცლად იხილეთ აქ.