ხანძარი ატენში

შიდა ქართლში, ატენში ხანძარია, სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენია ჩართული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია წიწვოვან ხეებზე.

საგანგებო სიტუაციების მატთის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე არიან გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

კომენტარები