Phineas And Ferb

დისნეი PHINEAS AND FERB-ის ახალ ფილმს იღებს

Disney

Დისნეიმ სერიალის დამთავრებიდან 5 წლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ფინიასის და ფერბის მეორე ფილმი “Phineas and Ferb The Movie: Candace Against the Universe” უკვე გადაღების პროცესშია. 

ფილმს დისნეი+ 2020 წელს გამოუშვებს.

Ფილმში ფინიასი და ფერბი გალაკტიკაში იმოგზაურებენ, რომ მათი და ქენდისი უცხოპლანეტელებისგან გადაარჩინონ. პროდუსერები ისევ დენ პოვენმაიერი და ჯეფ მარში იქნებიან, როლებშიც იგივე გამხმოვანებლები ბრუნდებიან. 

Ეშლი ტისდეილი ქენდისის როლში, ვინსენტ მარტელა კი ფინიასის. Დეივიდ ერიგო უმცროსი კი ფილმში ფერბის როლს შეასრულებს.

Ფინიასი და ფერბის პირველი ფილმი “Phineas and Ferb the Movie: Across the 2nd Dimension” 2011 წელს გამოვიდა. Სერიალი კი 2007 წლიდან 2011 წლამდე გადიოდა. 

კომენტარები