ქურდობა

შსს: დავაკავეთ ადამიანები, რომლებმაც გურიაში 4 ძროხა მოიპარეს და გაყიდეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ადამიანები, რომლებმაც გურიაში 4 ძროხა მოიპარეს. დაკავებულია 2 პირი - 1976 წელს დაბადებული კ.მ. და 1981 წელს დაბადებული ვ.თ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა გურიაში მოქალაქეების კუთვნილი 4 ძროხა მოიპარეს და გაყიდეს", - ამბობენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები