ბანგლადეში

ბანგლადეში მუსლიმური ქორწინების მოწმობიდან სიტყვა "ქალიშვილს" ამოიღებს

0 კომენტარი
ფოტო: Wikipedia

ბანგლადეშის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მუსლიმური ქორწინების სერთიფიკატებში სიტყვა "ქალიშვილი" აღარ გამოიყენება და მას ტერმინი "დაუქორწინებელი" შეცვლის.

ცვლილების მომხრეები ამბობენ, რომ პრაქტიკა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული იყო.

აქამდე არსებული კანონებით პატარძალს ქორწინების მოწმობაზე უნდა დაეტანა სტატუსი: "ქალიშვილი", "ქვრივი" ან "განქორწინებული".

ამიერიდან "ქალიშვილს" ტერმინი "დაუქორწინებელი" შეცვლის.

გარდა ამისა ამავე არჩევანის გაკეთება მოუწევს მამაკაცსაც, რომლებიც ამ დრომდე მოწმობაში მსგავს სტატუსს არ უთითებდნენ.

გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შევა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები