თიბისი ბანკი

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან

TBC ჯგუფის სამეთვალყუერო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
youtube.com EY Global

დღეს 27 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, მოიაზრებიან თუ არა მის მომავალ გუნდში მოქმედი, ცნობილი პოლიტიკოსები, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მათ გუნდში ესეთი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან.

"ჩვენ ყველასთან ვსაუბრობთ და დიალოგი ნორმალურ და კორექტულ გზად მიგვაჩნია. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ გუნდს და ამ გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან, ვერც მარჯვნიდან ვერც მარცხნიდან ვერც უკნიდან და ვერც წინიდან. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციებიდან იღებდა მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობაში იმათ ყველას ველოდებით",— განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თიბისი ბანკის დამფუძნებლების ინფორმაციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტი ტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვა, ინფორმაცია მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების შესახებ და მათი დაყადაღება მოითხოვა.

ხაზარაძის თქმით, ეს ნაბიჯი, როგორც მთლიანად ეს საქმე მიმართულია ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ, ხოლო ანგარიშების დაყადაღებით ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუშალოს მის პოლიტიკურ გეგმებს.

კომენტარები