ფასიანი ქაღალდები

ფინანსთა სამინისტრომ 50 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

ეროვნული ბანკი

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, დღეს, 27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა, რომელთა ვადიანობაც ხუთი წელია.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენს. კუპონის გადახდა მოხდება ყოველ ექვს თვეში.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა, მოთხოვნამ კი ჯამში 81.5 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6.95%-ით, მაქსიმალური 7.25%-ით, საშუალო შეწონილი კი 7.032%-ით.

კომენტარები