რუსული სანქციები

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო: ქართული ავია კომპანიების დავალიანება 1 მილიონი დოლარია

telegraph.co.uk

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო ნავიგაციის მომსახურებისთვის ქართული ავია კომპანიების დავალიანება 1 მილიონი დოლარია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ბიზნეს გამოცემა RBC ავრცელებს.

თავდაპირველად, ინფორმაცია ამის შესახებ, რუსეთის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის დირექტორმა სვეტლანა პეტროვამ გაავრცელა. პეტროვას თქმით 10 წლის წინ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე განხილული იქნა ამ დავალიანების საკითხიც. როგორც პეტროვა ამბობს, მაშინ საქართველომ აღიარა დავალიანება რუსეთის სახელმწიფო უწყების წინაშე და ვალის გადახდის გრაფიკიც წარმოადგინა, თუმცა 2008 წლის შემდეგ ვალის გადახდა შეწყდა.

მიმდინარე დავალიანების შესახებ ინფორმაცია, პირველად ივნისში გავცრელდა მაშინ ქართული ავიახაზების დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა იგივე გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ მის კომპანიას რუსეთის წინაშე დავალიანება არ აქვს.

გაიაშვილი ამბობდა, რომ დავალიანება ადრე მართლაც არსებობდა 3 მილიონი დოლარის ოდენობით, თუმცა მისი თქმით, მაშინდელ ხელისუფლებისგან მიიღეს პირობა, რომ თუ კომპანია გადაიხდიდა დავალიანების Georgian Airways-ი მიიღებდა ექსკლუზიურ ფრენებს რუსეთში. გაიაშვილის ინფორმაციით, ამის შემდეგ კომპანიამ 2 მილიონი დოლარი გადაიხადა.

22 ივნისს რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგანტომ გაავრცელა, ინფორმაცია, რომ  8 იივლისიდან ქართული ავია კომპანიებს რუსეთში ფრენები აეკრძალებათ და აღნიშნული დავალიანების გადახდამდე ეს აკრძალვა შენარჩუნებული იქნება.

უწყების გადაწყვეტილება დაემთხვა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ავია მიმოსვლის შეჩერების შესახებ. ავია მიმოსვლა რუსეთთან 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღეს.

კომენტარები