კრიმინალი

ექიმი: პეკინის გამზირზე დაჭრილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება

Getty Images

დღეს, პეკინის გამზირზე დაჭრილ მცირეწლოვანი დაჭრეს. სამი წლის ბავშვს, ოპერაცია უტარდება.

"ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა", - განუცხადა მედეა რამიშვილმა ინტერპრესნიუსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს

კომენტარები