ჟვანიას კლინიკა

ბავშვი, რომელიც გამვლელმა დაჭრა, პალატაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია

3 წლის ბავშვი, რომელიც პეკინის ქუჩაზე გამვლელმა დაჭრა, პალატაში გადაიყვანეს. ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ყბა-სახის ქირურგის, ნათია ვასაძის თქმით, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ჭრილობები აღენიშნებოდა ლოყისა და ცხვირის მიდამოში. ჭრილობები დამუშავდა და გაიკერა. სხვა რაიმე ჩარევა არ დასჭირვებია. მდგომარეობა არის სტაბილური,“ - უთხრა ვასაძემ ინტერპრესნიუსს. 

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები