Facebook

Facebook-მა სლოგანი "ეს უფასოა და ყოველთვის უფასო იქნება" შეცვალა

Facebook-მა გაუხმაურებლად სლოგანი, რომელიც ათწლეულზე მეტია სოციალური პლატფორმის დევიზი იყო, შეცვალა.

ნაცვლად ყველასთვის ნაცნობი სლოგანისა - "ეს უფასოა და ყოველთვის უფასო იქნება", სოციალური ქსელის მთავარ გვერდზე ვხვდებით ახალ სლოგანს - "ეს სწრაფი და მარტივია".

როგორც ირკვევა და ქვემოთ დართულ ფოტოებზეც ჩანს, 6 აგვისტოს სოციალური ქსელის მთავარ გვერდზე კვლავ ძველი სლოგანი იყო, რომელიც ახლით 7 აგვისტოს შეიცვალა.


ფოტო: https://www.businessinsider.com

ფოტო: www.businessinsider.com

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ერთ-ერთი წამყვანი სოციალური პლატფორმის სლოგანის ცვლილების მიზეზი და ასევე უცნობია დარჩება თუ არა Facebook-ი "ყოველთვის უფასო".

კომენტარები