იაპონია

წყალდიდობები იაპონიაში - ძლიერი წვიმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

BBC

გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიაში ძლიერი წვიმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. 

ხელისუფლებამ თითქმის ერთ მილიონ ადამიანს ევაკუაცია სთხოვა, მათი თქმით, უპრეცედენტო წვიმებმა შეიძლება მდინარეების ადიდება, მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვიოს.

”ეს ის სიტუაციაა, როდესაც თქვენ მაქსიმალური უნდა გააკეთოთ თქვენი სიცოცხლის დასაცავად”,- აცხადებენ ამინდის სააგენტოში.

იაპონიის სამხრეთ კუნძულ კიუშუში დიდი ხანია ძლიერი ქარი და წვიმაა, ხელისუფლებამ გაფრთხილება გაავრცელა და 800 000-ზე მეტ ადამიანს ურჩია თავიანთი სახლები დაეტოვებინათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი საკუთარ მანქანაში დაიხრჩო, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი წყალმა წაიღო, როდესაც ის მანქანიდან თავის დაღწევას ცდილობდა.

ამ ზაფხულის დასაწყისში კიუშუში ძლიერი წვიმის შედეგად ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

გასული წლის ივლისში დასავლეთ იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები