მიგრაცია

რომელ ქვეყნებში სურთ გადასახლება პოტენციურ მიგრანტებს

ანალიტიკურმა კომპანია Gallup-მა მსოფლიოს მასტაბით ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვლია, თუ რომელ ქვეყნებში სურთ გადასახლება ყველაზე მეტად იმ ადამიანებს, ვინც საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ფიქრობს.

კვლევის ფარგლებში კომპანიამ გამოკითხა დაახლოები 587 ათასი 15 წელს გადაცილებული ადამიანი მსოფლიოს 156 ქვეყანაში.

კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 14%-ს, ანუ დაახლოებით 710 მილიონ ადამიანს სურს, სამუდამოდ გადასახლდეს ქვეყნიდან, სადაც ამჟამად ცხოვრობს.

როგორც აღმოჩნდა, პოტენციური ემიგრანტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც გერმანია, კანადა და გაერთიანებული სამეფო მოსდევს.

10 ქვეყანა, სადაც პოტენციურ მიგრანტებს ყველაზე მეტად სურთ გადასახლება:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები - 147 მილიონი პოტენციური მიგრანტი, პოტენციური მიგრანტების მთლიანი რიცხვის დაახლოებით 21%
  2. გერმანია - 39 მილიონი, 6%
  3. კანადა - 36 მილიონი, 5%
  4. გაერთიანებული სამეფო - 35 მილიონი, 5%
  5. საფრანგეთი - 35 მილიონი, 5%
  6. ავსტრალია - 30 მილიონი, 4%
  7. საუდის არაბეთი - 25 მილიონი, 3%
  8. ესპანეთი - 20 მილიონი, 3%
  9. იტალია - 15 მილიონი, 2%
  10. შვეიცარია - 13 მილიონი, 2%

მსოფლიოს 31 ქვეყანაში ათიდან სამი ზრდასრული მაინც ამბობს, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, სხვა ქვეყანაში გადასახლდებოდა. მიგრაციის სურვილი განსაკუთრებით დიდია ევროკავშირის არაწევრ ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში.

კომენტარები