იაპონია

იაპონიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების აღსაკვეთად შტამპები გამოუშვეს

CNN

იაპონიაში ახალი მოწყობილობა, რომელიც მიმართულია გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების პრობლემის გადასაჭრელად, გაყიდვაში გაშვებიდან მხოლოდ 30 წუთში გაიყიდა.

შტამპები, რომლებიც დამზადებულია კომპანია Shachihata-ის მიერ, შევიწროების მსხვერპლს საშუალებას აძლევს თავდამსხმელები უხილავი მელნით დააფიქსირონ და გამოავლინონ.

500 შტამპა, რომლის ფასი 2,500 იენი (დაახლოებით 24 დოლარი) იყო, გაიყიდა სამშაბათს, გამოშვებიდან 30 წუთში.

მაისში, Shachihata-მ განაცხადა, რომ შეიმუშავებდა მსგავს ბეჭდებს, მას შემდეგ, რაც გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების პრობლემების გადასაჭრელად აქტიური დისკუსიები დაიწყო.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინდექსის მიხედვით, რომელიც გენდერულ თანასწორობას ზომავს, იაპონია 149 ქვეყნიდან 110-ე ადგილზეა, აგრეთვე, აღნიშნული ინდექსით იაპონია დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილს იკავებს.

კომენტარები