ლარის კურსი

გვენეტაძე ლარის კურსზე: კონკრეტული ნიშნული არ გვაქვს ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია

newposts.ge

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტეძამ ჟურნალისტებთან ლარის გაცვლით კურსზე ისაუბრა. გვენეტაძის თქმით, ლარის კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს და მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება საქართველოს ბაზარზე წარმოქმნილ უარყოფით მოლოდინებს უკავშირდება. "ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო, რამაც მოახდინა გავლენა კურსზე".

გვენეტაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ინფლაცია და ორგანიზაციის ხელთ არსებული ბერკეტები სწორედ, ამ მიმართულებით იქნა გამოყენებული. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 4 სექტემბერს გაიმართება. სწორედ, ამ სხდომაზე იქნება განხილული ინფლაციის დონე და ამ მიმართულებით გადასადგემელი ნაბიჯები.

 

კომენტარები