სამხედრო ხარჯები

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ თავდაცვაზე

0 კომენტარი
ფოტო: timesofisrael.com

2018 წელს, გლობალური სამხედრო ხარჯები 1.8 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 1988 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციამ 649 მილიარდ დოლარამდე გაზარდა აშშ-ს სამხედრო ხარჯები, რითაც შეერთებული შტატები ან სფეროში ყველაზე მსხვილი მხარჯველია მსოფლიოში - მეორე ადგილზე ჩინეთია 250 მილიარდი დოლარით. მესამე და მეოთხე ადგილზე საუდის არაბეთი და ინდოეთი არიან, შესაბამისად 68 და 67 მილიარდი დოლარით.

შედარებისთვის, რუსეთმა 2018 წელს თავდაცვაზე 64 მილიარდი დოლარი დახარჯა.

თუმცა, ცხადია, დიდი და მდიდარი ქვეყნები ნომინალურად უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე შედარებით მცირე სახელმწიფოები. იმის გასაზომად, თუ რამდენად ბევრს ხარჯავს სახელმწიფო თავდაცვაზე, გამოითვლება ქვეყნის სამხედრო ხარჯვის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) შეფარდებით. მაგალითისთვის, NATO-ს რეკომენდაციით, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების სახელმწიფოებმა თავდაცვისთვის მშპ-ს 2% მაინც უნდა გამოყონ, რასაც წევრთა უმრავლესობა არ ასრულებს, ეს კი თავის მხრივ დონალდ ტრამპის გულისწყრომის მიზეზია.

იმ ქვეყნების ბიუჯეტში, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ, სამხედრო ხარჯებს მშპ-ს ასეთი წილი აქვს:

  • საუდის არაბეთი - მთლიანი შიდა პროდუქტის 8.8%
  • ისრაელი - 4.3%
  • რუსეთი - 3.9%
  • აშშ - 3.2%
  • თურქეთი - 2.5%
  • ინდოეთი - 2.4%
  • საფრანგეთი - 2.3%
  • ავსტრალია და ჩინეთი - 1.9%
  • გაერთიანებული სამეფო - 1.8%
  • კანადა - 1.3%
  • საქართველო - 2%

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები