ძაღლები

ტაილანდელი მეეზოვე სამსახურში თავის ძაღლს ატარებს [გალერეა]

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მეეზოვე სამსახურში ქუჩების დასუფთავების დროს თან თავის ძაღლს ატარებს

1 წლის ძაღლს სახელად მაზდას, პუდელისა და შიჰწუს ნაჯვარს, მისი პატრონი ე.წ. კენგურუში ჩასმულს ატარებს. 

მაზდას პატრონმა თიტირატ კეოვარ რამმა თავის შეყვარებულს თხოვა, რომ მისთვის ძაღლი ეყიდა - "ის კი იმ პირობით დამთანხმდებოდა, თუ მე ძაღლს სამსახურში წავიყვანდი".

პატრონმა პირობა შეასრულა და მას უკვე ერთი წელია ძაღლი სამსახურში მიყავს. ძაღლი, დაახლოებით, 10 კილოგრამს იწონის. 

უკანასკნელ წლებში ტაილანდში ძაღლის სამსახურში წაყვანის ტენდენცია სულ უფრო პოპულარული გახდა, განსაკუთრებით იმ კომპანიებში, სადაც არარეგულარული სამუშაო საათებია. სამსახურში ძაღლის წაყვანას სამუშაოზე დასაქმებულის სტრესის შემსუბუქების ერთერთ გზად მიიჩნევენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები