ედ შირანი

ედ შირანი 18 თვით შეისვენებს - მომღერალმა 2017 წლის მერე 280 კონცერტი ჩაატარა

0 კომენტარი
ედ შირანი

ედ შირანი შემდეგი 18 თვის განმავლობაში კონცერტებს აღარ ჩაატარებს, მან ამის შესახებ ორშაბათს ინგლისის ქალაქ იფსვიჩში გამართულ კონცერტზე თქვა.

კონცერტი ბრიტანელმა მომღერალმა “Divide” ტურნეს ფარგლებში ჩაატარა, რომელიც უკვე ორი წელია გრძელდება.

”შესაძლებელია ზოგმა თქვენგანმა იცოდეს ან არა, მაგრამ მე უკვე ორ წელიწადზე მეტია “Divide Tour”-ში ვარ და ეს არის ბოლო დღე მთელი ამ დიდი ამბის. ეს ყველაფერი ერთდროულად ტკბილიცაა და მწარეც. ძალიან მიხარია რომ აქ ხართ და ეს ყველაფერი იფსვიჩში სრულდება. ეს არის ჩემი ბოლო კონცერტი, სავარაუდოდ 18 თვის განმავლობაში”, - თქვა მომღერალმა.

მან ტურნეს დასრულება შეყვარებულთან დაშორებას შეადარა, რომელთან ერთადაც დიდი ხანია ცხოვრობ.

ედ შირანს 2017 წლის ივნისის შემდეგ 280 კონცერტი აქვს ჩატარებული. ტურნეს ფარგლებში მსოფლიოში დაახლოებით 8.9 მილიონი ბილეთი გაიყიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები