ევროპული საქართველო

ბაქრაძე: მთავრობა 735 მილიონს ხარჯავს პრემიებზე, რეგიონებში ხალხს სოციალური პრობლემები აქვს

"ეს ის მთავრობაა, რომელმაც მხოლოდ 6 თვეში 735 მილიონი ლარი დახარჯა საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე, რეგიონებში კი ხალხს ბევრი ეკონომიკური სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს," - ევროპული საქართველოს ლიდერ, დავით ბაქრაძე მოსახლეობას გარდაბანში შეხვდა.

„ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს გარდაბნის მოსახლეობას, მათ შორის არის ტრადიციული, წყლის პრობლემა, რომელიც არ გვარდება ამ რაიონში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველების თემა, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება და სახელმწიფო არ ეხმარება. დღეს ვიყავით კონკრეტულ ოჯახში, სადაც ოჯახის უფროსი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ასევე ოჯახში არის ორი ბავშვი, რომლებსაც პატარაობიდანვე აქვთ სმენის პრობლემა და სახელმწიფოო უარს ეუბნება ამ ბავშვებს დახმარება დდა სმენის აპარატების შეძენაზე. ეს ის მთავრობაა, რომელმაც წელს ექვს თვეში 735 მილიონი ლარი დახარჯა საკუთარ პრემიებზე და დანამატებზე, ამიტომ მე მინდა კატეგორიულად მოვუწოდო ჯანდაცვის მინისტრს და ამ თემას აუცილებლად ბოლომდე მივყვებით საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში. მინდა მინისტრს მოვუწოდო, დაინტერესდეს ამ ოჯახის პრობლემით და დაეხმაროს ორ მცირეწლოვან ბავშვს. ამ ბავშვებს ჭირდებათ სმენის აპარატი და ამ ბავშვებს ჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან გვერდში დგომა, აუცილებელია, რომ მთავრობა, რომელიც 735 მილიონ ლარს ხარჯავს საკუთარ პრემიებზე, დაინტერესდეს მისი გაჭირვებული მოქალაქეების ბედით და გვერდში დაუდგეს მათ,“ - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები