ახალი ტექნოლოგიები

Siri მომხმარებლების საუბარს იწერდა და შიფრავდა, Apple ამბობს, რომ ასე აღარ იქნება

bbci.co.uk

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ Apple-ის მიერ დაქირავებული კონტრაქტორები Siri-ს მეშვეობით უსმენდნენ და შიფრავდნენ მომხმარებლების კერძო საუბრებს, კომპანიამ ბოდიში მოიხადა. 

კომპანიაში ამბობენ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. საქმე ეხება Aplle-ის მიერ სერვისი Siri-ს გასაუმჯობესებლად დაქირავებულ კონტრაქტორ კომპანიას. როგორც გაირკვა კომპანია, იწერდა და უსმენდა iPhone-ბის სიახლოვეში მიმდინარე კერძო საუბრებს. კომპანიის თქმით, ეს ხმის ამოცნობისა და კონტროლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ხდებოდა.

დღეიდან საუბრების მოსმენა კომპანიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ კი მომხმარებლები ამაზე პირდაპირ თანხმობას მისცემენ. Apple-ში, ასევე, ამბობენ, რომ მომავალში ხმის ამოცნობისა და კონტროლის ხარისხისთვის აღარ დაიქირავებენ მესამე პირებს და ამ საქმიანობით უშუალოდ კომპანიის თანამშრომლები დაკავდებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველად აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა, იგივე პრობლემა შეექმნათ Microsoft-ში და Google-ში. ისეთი ხმოვანი ასისტენტები როგორიცაა Siri შესაძლოა იწერდეს საუბარს იმ შემთხვევაში თუ კი მოწყობილობა საკვანძო ფრაზას გაიგებს. Siri-ს შემთხვევაში ეს არის ფრაზა Hello Siri.

კომენტარები