ანთროპოლოგია

მეცნიერებმა ადრეული ადამიანის თითქმის სრულყოფილი თავის ქალა წარმოადგინეს

მეცნიერებმა 3.8 წლის წინანდელი ადამიანის "აღსანისნავად სრულყოფილი" თავის ქალა წარმოადგინეს. ეს თავის ქალა ამ დროის ადამიანის აღნაგობის მხრივ მოწინავე აღმოჩენად ითვლება.   

"წარმოდგენილი თავის ქალა ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნამარხია, რომელიც სამ მილიონზე მეტი წლით თარიღდება",-თქვა ეთიოპიელმა პალეოანთროლოგმა, იოჰანეს ჰაილე სელასიემ.   

მეცნიერების თქმით, ნამარხი შეგვიძილია დამაკავშირებელ ჯაჭვად მივიჩნიოთ 6 მილიონი წლის წინ მხოვრებ ადამიანებსა და "ლუსის" შორის, რომელიც 2-3 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.  

"ამ დრომდე, უდიდესი უფსრული იყო ადამიანის 6 მილიონი წლის წინანანდელ წინაპრებსა და "ლუსის" მსგავს ადამიანებს შორის. წარმოდგენილი თავის ქალა კი მათ შორის არსებულ მორფოლოგიურ სივრცეს აკავშირებს",-თქვა სტეფან მელილომ, კვლევის თანაავტორმა.  

მელილოს თქმით, ეს კვლევა შეიძლება აღმოჩნდეს იმის მტკიცებულება, რომ "ლუსისა" და წარმოდგენილი ნამარხის ტიპის ადამიანები თანაარსებობდნენ.  

თუმცა, მეცნიერთა სხვა ჯგუფის, მათ შორის Human Origins Institute-ს დირექტორის, უილიამ კიმბელის აზრით, არ არსებობს საკმარისი საბუთები იმისთვის, რომ ამ ორი ჯგუფის თანაარსებობა დავადასტუროთ. 

კომენტარები