იტალია

იტალიაში ვულკანი სტრომბოლი ამოიფრქვა

იტალიაში, სიცილიასთან მდებარე ვულკანი სტრომბოლი ამოიფრქვა. იტალიელი ვულკანოლოგების ინფორმაციით, სტრომბოლიდან ფერფლი და ვულკანური მასები ორ თვეზე ნაკლებ დროში მეორედ ამოიფრქვა. 

სიცილიის რეგიონის პრეზიდენტი მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, სტრამბოლის ამოფრქვევას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ვულკანის ფერდობზე გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე აქრობენ.  

კრატერიდან ამოფრქვეული ლავა რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევს. კუნძულის სიახლოვეს ნავების მიმოსვლა რამდენიმე საათით შეიზღუდა.  

ვულკანი სტრომბოლი ივლისის თვეშიც ამოიფრქვა. შედეგად ტურისტი დაიღუპა, რომელიც ვულკანის ფერდობზე იმყოფებოდა. სტრომბოლი იტალიის ყველაზე აქტიური ვულკანია. ის სამ აქტიურ მწვერვალს მოიცავს. ვულკანი მრავალჯერ ამოფრქვეულა, მცირე ამოფრქვევები აქ გამუდმებით ხდება.

კომენტარები