რუსი ტანმოვარჯიშე მოქალაქეობას იცვლის და საქართველოს სახელით იასპარეზებს

რუსი ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა მოქალაქეობას იცვლის და მომავალში საქართველოს სახელით იასპარეზებს. ამ ინფორმაციას ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მარია ხარენკოვა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და ამავე წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმართება. ტურნირი 4 ოქტომბერს დაიწყება და 13 ოქტომბერს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ხარენკოვა თბილისში იმყოფებოდა:

კომენტარები