თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 30 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, წყალტუბოს, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის, ქსნის, ფეიქართა, თიანეთის, ხორნაბუჯის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გმირთა მოედნის, სანაპიროს, მაჭავარიანის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ცხემის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას, ზურაბ ჟვანიას და შევჩენკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები