ფორმულა

ფორმულა კრეატივმა მაუწყებლობის უფლება მიიღო, ტელევიზია ეთერში ოქტომბერში გავა

ფორმულა კრეატივმა მაუწყებლობის უფლება მიიღო. ახალი ტელევიზია ეთერში ოქტომბერში გავა.

"დღეს მაუწყებლობის უფლება მივიღეთ, ასე რომ, ჩცდ-ს და კიდევ ერთ ახალ სერიალს ოქტომბრიდან ახალ არხზე იხილავთ" - წერს facebook-ზე ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ფორმულად თავდაპირველი განაცხადი "ხარვეზების გამო" დაიწუნა და გამოსასწორებლად 5 დღის ვადა მისცა.

"ფორმულა კრეატივი" თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ახალ მედიაპლატფორმას ქმნის. კომპანიის ერთერთმა დამფუძნებელმა ირაკლი საღინაძემ ტაბულას უთხრა, რომ ტელევიზიას თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან ერთად აფუძნებენ. 

"მოლაპარაკების პროცესი დასრულებული არაა, მაგრამ ძირითადი ხედვები, მიზნები და მიზნებისკენ სასიარულო გზები და მეთოდები თანხვედრაშია. შეიძლება ითქვას, რომ პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, რომ ახალ მედიას ერთად გავაკეთებთ," - უთხრა საღინაძემ ტაბულას.

კომენტარები