ეგვიპტე

ეგვიპტეში წამყვანი ჭარბწონიანებზე შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო გაათავისუფლეს

Sada Elbalad

ეგვიპტეში ტელეწამყვანი, რეჰამ საიდი, გაათავისუფლეს, რომელმაც ეთერში ჭარბწონიან ადამიანებზე შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა.   

საიდმა საკუთარ თოქ-შოუში თქვა, რომ ჭარბწონიანი ქალები "სხეულში ტოქსინების გამო"  ქალურობასა და ბედნიერებას კარგავენ. მისივე თქმით, მამაკაცებს ჭარბწონიანი ქალები არ იზიდავთ, ამიტომ ამ მიზეზით ხშირია განქორწინება და ნიშნობის გაუქმება.  

"ჭარბწონიანი ქალები ოჯახისა და ქვეყნის ტვირთია",-თქვა რეჰამ საიდმა.  

საიდის კომენტარს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით ტელეწამყვანი კრიტიკას ინსტაგრამზე გამოეხმაურა და თქვა, რომ ჟურნალისტურ კარიერას წყვეტდა.   

"დავიღალე, რადგან როდესაც ვინმეს შენი დამცირება სურს, ისინი მედია კამპანიას იწყებენ შენს წინააღმდეგ და ხალხს სიცრუეს უყვებიან შენს შესახებ. დრო მოვიდა დავისვენო და შვილებზე ვიზრუნო",-თქვა ტელეწამყვანმა.  

რეჰამ საიდის მიერ გაკეთებულ კომენტარს კრიტიკა წარსულშიც მოჰყოლია. სირიაში ვიზიტის დროს მან სირიელი ლტოლვილები უპატივცემულოდ დაახასიათა. ასევე, ტელეწამყვანმა გადაცემა დაატოვებინა ათეისტ ადამიანს, რომელიც გადაცემაში ათეიზმზე სასაუბროდ იყო მისული.

კომენტარები