აშშ

ტექსასი და კალიფორნია — განსხვავებული ხედვები აშშ-ს მომავალზე

აშშ-ს სატელევიზიო და კინო ვერსიაში, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მჯდომი პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც მთელ ქვეყანას ცვლის, თუმცა რეალობა ამ ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებულია. აშშ-ში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების უმრავლესობა არა ვაშინგტონში, არამედ ცალკეულ შტატებში, განსაკუთრებით კი ორ ყველაზე დიდ შტატში მიიღება.

აშშ-ს სატელევიზიო და კინო ვერსიაში, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მჯდომი პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც მთელ ქვეყანას ცვლის, თუმცა რეალობა ამ ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებულია. აშშ-ში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების უმრავლესობა არა ვაშინგტონში, არამედ ცალკეულ შტატებში, განსაკუთრებით კი ორ ყველაზე დიდ შტატში მიიღება.

ტექსასი და კალიფორნია აშშ-ს ყველაზე დიდი, ცნობადი და მნიშვნელოვანი შტატებია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ორივე შტატმა განვითარების სხვადასხვა გზა აირჩია. ორი შტატის განსხავევუბული და ერთმანეთის საპირისპირო არჩევანის ფონზე, დაიბადა ერთგვარი ექსპერიმენტი. სწორედ, ამ ექსპერიმენტმა უნდა გამოავლინოს, რომელი სისტემა მუშაობს უკეთ, მცირე რეგულაციების და დაბალი გადასახადების, სადაც სახელმწიფოს როლი ნაკლებია, თუ მკაცრი რეგულაციების და მაღალი გადასახადების, სადაც დიდი სახელმწიფოს იდეას ემხრობიან.

დიდი ალბათბით, ამ ერთგვარ შეჯიბრში გამარჯვებული მოდელისკენ გადაიხრება მთლიანად აშშ მომავალში.

2018 წელს გავრცელებულ წინასაარჩევნო მიმართვაში ტექსასის ვიცე-გუბერნატორმა, დენ პატრიკმა მოსახლეობას იმ საფრთხეზე ესაუბრა, რომელიც შტატს ემუქრება. ვიდეო რგოლში პატრიკმა განაცხადა, რომ დემოკრატიულ პარტიას ტექსასის ახალ კალიფორნიად გადაქცევა სურს და რომ ის ამას არ დაუშვებს. 

იმავე აზრზეა ტექსასის რესპუბლიკელი გუბერნატორი, გრეგ ებოტიც. მისი თქმით, მოჭარბებული რეგულაციების შედეგად შესაძლოა ტექსასური ოცნება კალიფორნიულ ოცნებად გადაიქცეს. 

"არა ტექსასის კალიფორნიზაციას" ბოლო პერიოდში ეს შტატში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სლოგანია. შესაძლებელია ამ შინაარსის დასაკრავი სტიკერების ყიდვაც, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

ტექსასი და კალიფორნია ამერიკის ყველაზე დიდი შტატებია როგორც მოსახლეობით, ასევე ეკონომიკის ზომით. კალიფორნიის მოსახლეობა 40 მილიონია, ხოლო ტექსასის 29 მილიონი. ორივე შტატი საშუალოდ ხუთიდან ერთი ამერიკელის სამშობლოა. კალიფორნია და ტექსასი ეკონომიკის ზომით დამოუკიდებელ და მათზე ბევრად დიდ სახელმწიფოებსაც აღემატება. მაგალითად, კალიფორნია რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, ეკონომიკის ზომით მსოფლიოს მეხუთე ქვეყანა იქნება, ხოლო ტექსასი მეათე.

ტექსასი აშშ-ს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, მეორე ადგილს სიაში კალიფორნია იკავებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ში შექმნილი ჯამური სამუშაო ადგილების მესამედზე მეტი სწორედ, ამ ორ შტატზე მოდის. მათი ჯამური მშპ, აშშ-ს მთლიანი მშპ-ს მეოთხედია. ამერიკაში მცხოვრები ბავშვების მეოთხედი ამ ორ შტატში იღებს სასკოლო განათლებას. ბოლო წლების განმავლობაში იზრდება ორივე შტატის მოსახლეობაც, განსაკუთრებით ტექსასის.

2010-2018 წლებში სამი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქიდან, ორი ტექსასში მდებარეობს. ამ წლებში დალასის და ჰიუსტონის მოსახლეობა 2 მილიონი ადამიანით გაიზარდა.

ტექსასში ნავთობისა და გაზის დიდი მარაგია, ამავდროულად, შტატის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია. რაც შეეხება კალიფორნიას, შტატი ტექნოლოგიური ინოვაციების მთავარი წერტილია, განვითარებულია ფინანსური სექტორი და მზარდია საფონდო ბირჟების რაოდენობაც. აქვე მდებარეობს აშშ-ს რამდენიმე საუკეთესო უნივერსიტეტიც.

გაყოფილი ხალხი

ორი შტატის შეჯიბრი მნიშვნელოვანია რამდენადაც ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სახელმწიფო მოდელებს წარმოადგენენ. კალიფორნიისა და ტექსასის კონკურენცია, ხშირად ამ მოდელებს შორის არსებული განსხვავებების დანახვის საუკეთესო გზაა.

ამ შეჯიბრში კალიფორნია დიდი და პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მოდელია, სადაც პრიორიტეტია ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან და სექსუალური უმცირესობების უფლებები. შტატში სოციალური, ფულადი დახმარების და შემწეობის სხვადასხვა სახეობა გაიცემა. დღის წესრიგშია ნარკოტიკული ნივთიერებების დეკრიმინალიზაცია, შტატი ღია, ინკლუზიურ იმიგრაციას ემხრობა. 

მას შემდეგ, რაც ოვალური ოფისი დონალდ ტრამპმა დაიკავა კალიფორნია წინააღმდეგობის ყველაზე მსხვილ ბასტიონად იქცა. 2016 წლიდან დღემდე, ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ, კალიფორნიის შტატმა სასამართლოებში 50 საჩივარი შეიტანა. კალიფორნია ამერიკის ყველაზე ლურჯი შტატია, სადაც რეგისტრირებული რესპუბლიკელების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა. დემოკრატები, საშტატო ხელისუფლების სამივე დონეს აკონტროლებენ. აქ არსებული სისტემა შეილება დავახასიათოდ როგორც, მკაცრად რეგულირებული, მაღალი გადასახადებისა და სახელმწიფოს მიერ მიწოდებული სერვისების მოდელი. კალიფორნიაში დიდ სახელმწიფოს ემხრობიან, რომელიც მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობაში საკვანძო როლს ასრულებს.

დიამეტრულად საპირპიროა ტექსასის მოდელი. ბოლო ათწლეულობის განმავლობაში ტექსასი სოციალურად კონსერვატიულ შტატად ჩამოყალიბდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში ტექსასში საშტატო მნიშვნელობის არცერთ თანამდებობაზე, არცერთხელ არ აურჩევიათ დემოკრატიული პარტიის წევრი. შტატის მოდელია დაბალი გადასახადები, მცირე რეგულაციები და სახელმწიფოს მიერ მიწოდებული მცირე სერვისები. 

"მართე ბრძნულად და იმდენად მცირედ რამდენადაც შესაძლებელია", — ასე აღწერდა შტატის ფილოსოფიას ტექსასის რესპუბლიკის პირველი პრეზინდეტი, სემ ჰიუსტონი. სახელმწიფოს როლის ზრდისგან თავის ასარიდებლად შტატის საკანონმდებლო ორგანო სესიებს ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. 

2017 წლის მონაცემებით, ერთ მოსახლეზე ხარჯვით აშშ-ს 50 შტატიდან, ტექსასი 49-ე ადგილს იკავებდა. ტექსასის მთავრობა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 3,925 დოლარს ხარჯავს, რაც საერთო ნაციონალურ მაჩვენებელს 52%-ით, ხოლო კალიფორნიისას 68%-ით ჩამოუვარდება.

ორივე შტატი დიდი ხანია აშშ-ს დემოგრაფიულ მომავალში ცხოვრობს. ამ შტატებში თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. ოდესღაც დემოგრაფიული უმცირესობა უმრავლესობად კალიფორნიაში 2000 წელს, ხოლო ტექსასში 2005 წელს მოგვევლინა. თითეულ შტატში მოსახლეობის, დაახლოებით 40% ესპანური წარმომავლობისაა, რაც ორჯერ აღემატება ნაციონალურ საშუალო მაჩვენებელს.

სწრაფად მზარდი, ახალგაზრდა და ეთნიკურად მრავალფეროვანი ამ ორი შტატის დღევანდელი დემოგრაფიული სურათი, 2050 წლის აშშ-ს დემოგრაფიული მომავალს ასახავს. რაისის უნივერსიტეტის პროფესორის, შტეფან კლინებერგის თქმით, სწორედ ტექსასი და კალიფორნიაა ის შტატები, სადაც უნდა განისაზღვროს როგორი იქნება მომავლის ამერიკა.

"ორივე შტატი ლოკალური გამოწვევების წინაშე დგას. მთავარი ინტრიგა, კალიფორნიის შემთხვევაში მდგომარეობს იმაში თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს სახელმწიფო და რამდენ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე. ტექსასში საკითხი პირიქით დგას, აქ უნდა გაირკვეს რამდენად მცირე შეილება იყოს სახელმწიფო და რამდენი პასუხისმგებლობა შეილება მოიხსნას მთავრობამ", — ამბობს კლერმონ მაკკენას კოლეჯის პროფესორი, კენ მილერი.

სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სერვისების დაფინანსებისთვის, ბევრი ფულია საჭირო შესაბამისად, კალიფორნიის შტატის საშემოსავლო გადასახადი ყველაზე მაღალია აშშ-ში. ტექსასის კონსტიტუცია შტატის მიერ დაწესებულ საშემოსავლო გადასახადს საერთოდ კრძალავს. პროფკავშირები და სხვადასხვა კოლეგიები კალიფორნიაში მძლავრ ძალას წარმოადგენს. ტექსასი კი ლიბერალური შრომითი კანონმდებლობით არის ცნობილი. შტატის მიდგომით სამართლიანი შრომითი ურთიერთობებისთვის მისაღებად დასაქამებულებისთვის, პროფკავშირებსა და სხვა ტიპის პროფესიულ გაერთიანებებში გაწევრნიანება აუცილებელი არ არის, შესაბამისად მსგავსი ინფრასტრუქტურა შტატში სუსტია.

დიდი შტატი, დიდი სახელმწიფო

კალიფორნია გამოირჩევა ყველაზე მკაცრი გარემოს დაცვითი რეგულაციებით, მაშინ, როდესაც ერთი ვარსკვლავის შტატში გაზის და ნავთობის ინდუსტრია საკვანძო მნიშვნელობისაა. ტექსასში, არ მოქმედებს თითქმის არანაირი აკრძალვა ველური ცხოველების სახლის პირობებში ყოლაზე. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტექსასის ტერიტორიაზე შინაურ პირობებში უფრო მეტი ვეფხვი ბინადრობს, ვიდრე ინდოეთის ველურ ტყეებში.

შტატებს შორის არსებულ განსხვავებებს ასახავენ, ამ შტატების გუბერნატორებიც. კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსამი წლების წინ სან-ფრანცისკოს მერის პოსტს იკავებდა. მის სახელს უკავშირდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია და ფართო სოციალური მოძრაობის დაწყება. 

ტექსასის გუბერნატორი, გრეგ ებოტი მტკიცე სოციალური კონსერვატორია. წლების წინ ებოტი ტექსასის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა. მისი პროკურორობის დროს მან 31-ჯერ გაასაჩივრა ბარაკ ობამას გადაწყვეტილებები, მათ შორის გარემოს დაცვითი რეგულაციების და ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით.

მიმდინარე წლის დასაწყისში, გევინ ნიუსამის გადაწყვეტილებით, კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის ზომაზე მორატორიუმი დაწესდა. იმავდროულად ტექსასის მმართველები მსჯელობდნენ დაემონტაჟებინათ თუ არა კონდიცირების სისტემები შტატის ციხეებში. 1976 წლიდან დღემდე სასიკვდილო განაჩენების აღსრულებით, ტექსასი უპირობო ლიდერია. მეორე ადგილზე ვირჯინიის შტატია, თუმცა ტექსასში სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა ხუთჯერ მეტია.

ამ შტატების დამოუკიდებელი და თვითმყოფადი პოლიტიკური სისტემა, ნაწილობრივ მათი ისტორიითაც არის განპირობებული. ტექსასელები შტატის დაარსების თარიღად 1836 წელს მიიჩნევენ. წელს როდესაც შტატი მექსიკას გამოეყო და არა 1845 წელს, როცა შტატი აშშ-ს შემადგენლობაში შევიდა. მონათმფლობელური ტექსასის მიღებას შტატების შემადგენლობაში გარკვეული დაბრკოლებები ახლდა. იმ დროს აშშ-ში მონაფლებელური და თავისუფალი შტატების ბალანსის შესაძლო დარღვევაზე ღელავდნენ.

თავის მხრივ, კალიფორნიაც ოდესღაც მექსიკის ტერიტორია იყო. ოქროს შტატი აშშ-ს შემადგენლობაში 1850 წელს შევიდა. კალიფორნაში მონათმფლობელობა არასდროს ყოფილა დაშვებული. ამ შტატების ფართო ავტონომიაში, მნიშვნელოვანი როლი, ვაშინგტონისგან დიდმა მანძილმაც შეასრულა. ამ და მსგავსი ფაქტორების შედეგად ყალიბდებოდა ამ შტატების პოლიტიკური პრეფერენციებიც.

ბოლო ორ 30 წლის განმავლობაში შტატებმა ფავორიტი პოლიტიკური პარტიები გაცვალეს. ადრე კალიფორნია რესპუბლიკელებს, უჭერდა მხარს, ხოლო ტექსასი დემოკრატებს . 1952 წლიდან 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით, კალიფორნიაში რესპუბლიკელი კანდიდატები იმარჯვებდნენ. კალიფორნიის გუბერნატორის პოსტი ეკავა რესუბლიკელ, რონალდ რეიგანს სანამ პრეზიდენტად აირჩევდნენ. შტატის პოლიტკური პრეფერენციები იმიგრანტი მოსახლეობის ზრდასთან პარალელურად იცვლებოდა. იმიგრანტებს ხშირად რესპუბლიკელების საჯარო რიტორიკა აშინებდათ, შესაბამისად, იზრდებოდა დემოკრატიული პარტიის პოპულარობაც.

რაც შეეხება ტექსასს, მეოცე საუკუნეში ტექსასი დემოკრატიულ შტატად მიიჩნეოდა. შტატი ლინდონ ჯონსონის სამშობლოა. ჯონსონის სახელს უკავშირდება, ბევრი ისეთი ინიციატივა, რომელიც დღევანდელი ტექსასელი პოლიტიკოსების წარმოდგენებთან რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის. მათ შორის, ბრძოლა სიღარიბესთან სახელმწიფოს ფულით და ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვა ღარიბებისთვის და მოხუცებულებისთვის. მათ შორის, ჯონსონის ინიციატივებმაც შეუწყო ხელო ტექსასსა და ზოგადად აშშ-ს სამხრეთში რესპუბლიკური პარტიის პოპულარობის ზრდას.

ამერიკული ოცნების ასახდენად წასული ამერიკელებისა თუ იმიგრანტების ათვლის წერტილიც ყველაზე ხშირად ტექსასი და კალიფორნიაა. ე.წ. ტექსასის სამკუთხედი, რომელიც ოთხი უმსხვილესი ქალაქისგან შედგება შტატის მოსახლეობის ზრდის მთავარი წერტილია. ჯამურად დალასში, ოსტინში, სან ანტონიოსა და ჰიუსტონში შტატის მთლიანი მოსახლეობის სამი მეოთხედი ცხოვრობს. ამ ქალაქების წილი კი შტატის ჯამურ მშპ-ში 82%-ს უტოლდება.

მცირე შტატი — დიდი შტატი

მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში რომელი მოდელისკენ გადაიხრება აშშ, პროგრესული მემარცხენე კალიფორნიისა თუ მემარჯვენე კონსერვატორული ტექსასისკენ.

"თავად ფაქტი, რომ შეერთებულ შტატებში შესაძლოა ისეთი რადიკალური და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური სისტემების თანაარსებობა როგორებიც ტექსასი და კალიფორნიაა, ჩვენი პოლიტიკური სისტემის დინამიურობის კარგი მაჩვენებელია. თუმცა სულ უფრო უფრო ნათელია, რომ აშშ-ს მოუწევს არჩევანის გაკეთება, რომელიმე სისტემის სასარგებლოდ", — ამბობს პულიცერის პრემიის ლაურეატი, ლოურენს რაითი თავის წიგნში "ღმერთო გადაარჩინე ტექსასი". ავტორის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის გათვალისწინებით, ტექსასი აშკარა ფავორიტია, თუმცა არსებობს პოლიტიკური ცვლილებების ალბათობაც.

შესაძლო ცვლილებების შესახებ უნდა ახსოვდეთ, კალიფორნიაშიც, სადაც ხშირად მთავარი პოლიტიკური ტრენდები იქმნება. 1970-იან წლებში შტატი გადასახადების ზრდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ხოლო 1990 წელს საზოგადოებრივი მღელვარების მიზეზი გაზრდილი მიგრაცია გახდა. ორივე მოძრაობა შემდგომ მთელ ქვეყანაში გავრცელდა. კალიფორნია იყო ერთ-ერთი პირველი შტატი, სადაც აბორტის ლეგალიზაცია მოხდა, აქტს ხელი რონალდ რეიგანმა მოაწერა. აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება ხუთი წლის შემდეგ მიიღო.

"უამრავი რამ, რასაც ამ ქვეყანაში ესწრაფვიან სწორედ, კალიფორნიიდან იღებს სათავეს. კანონები მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ფასეულობები კი დასავლეთიდან აღმოსავლეთით", — ამბობს ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი ოსტინ ბეტნერი.

არსებული კითხვების მიუხედავად, უდავაო რომ შეერთებული შტატების მომავალი წარმატებები უმთავრესად კალიფორნიასა და ტექსასზეა დამოკიდებული.

წყარო: Economist

კომენტარები