რუსული ოკუპაცია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლობა ქართულ მხარეს ულტიმატუმს უყენებს

რეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა ქართულ მხარეს ულტიმატუმებს უყენებს

ერგნეთის ინციდენტებზე რეაგირების და მათი პრევენციის მექანიზმის მოლაპარაკებებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმაა, ეგორ კოჩიევმა თქვა, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვართან ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ეს საფრთხეს არა მხოლოდ ამ ტერიტორიას, არამედ მთლიანად რეგიონს საფრთხეს უქმნის 

როგორც მან სააგენტო რეს-ს უთხრა, "ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე ერთი საკითხი იქნა განხილული - საგანგებო მდგომარეობა სოფელ წნელისთან, სადაც ქართულმა სპეცსამსახურებმა პროვოკაციულად დადგეს საგუშაგო კოშკი, როგორც ისინი ამას თავად უწოდებენ. ჩვენი მხარის ერთადერთი მოთხოვნაა, ქართულმა პოლიციელებმა ტერიტორია დატოვნ". 

მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ქართულ მხარეს საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტიც შესთავაზეს, მაგრამ "ისინი არც ერთ პირობას არ დათახმდნენ".

"ჩვენთვის მიუღებელი იყო საგუშაგო პოსტის მოტანა "საზღვრიდან" 250 მეტრამდე, ვინაიდან ეს საფრთხის შემცველია. ასევე, ქართველმა პოლიციელებმა გაიყვანეს გზა, პირდაპირ სამხრეთ ოსეთის სოფელთან. ამ რაიონში ჩვენ დიდი ხანია, ვთავაზობთ ქართველებს, კონსტრუქციულად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და გავავლოთ სასაზღვრო ხაზი. 

მაგრამ საქართველოს დელეგაციამ განაცხადა, რომ პოსტი საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ამავე დროს, მათ არ შეუძლიათ წარუდგინონ რაიმე დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს მათ უსაფუძვლო განცხადებებს. 

სამხრეთ ოსეთის მხარემ შეწყვიტა დიალოგი, ვინაიდან ქართული მხარე არ წავიდა კომპრომისზე და არ სურს მიზეზების მოსმენა. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ დააყენა პირობა, აიღონ პოსტი პარასკევს დილის 6 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხარე მიიღებს კანონით დადგენილ ყველა ზომას", - ამბობს ეგორ კოჩიევი

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. კოჩიევი, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, სადაც 10 საკითხის განხილვა იგეგმებოდა, ჩაიშალა.

შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ქართული მხარე გეგმავდა, მწვავედ დაეყენებინათ საკითხები საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის რუსული ტექნიკის გადაადგილების საკითხი ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან, რაც, თავის მხრივ, ქართული მხარის მიერ საგუშაგო პოსტის საოკუპაციო ხაზიდან 250 მეტრში, სოფელ ჩორჩანასთან დადგმას მოჰყვა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი, ზვიად ზვიადაძე შეხვედრის დაწყებამდე ამბობდა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობა საქართველოს უფლებაა და ამის პროტესტი მიუღებელია. 

კომენტარები