უბედური შემთხვევა

რუსთავში მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

flickr

რუსთავში კორპუსის მეორე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი ეზოში გამვლელმა ნახა, მას თავის ტრავმა ჰქონდა.

მცირეწლოვანი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები