კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი: ცნობადობის სურვილით სამარცხვინოდ შეპყრობილი ვიყავი

0 კომენტარი
ფოტო: Vogue arabia

კიმ კარდაშიანი არაბული ვოგის სექტემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა, ჟურნალისთვის კი მას კითხვები ქმარმა, კანიე ვესტმა დაუსვა.

ინტერვიუს ნაწილი კარდაშიანების შოუში “Keeping up with the Kardashians”-ში მოხვდა, სადაც ჩანს როგორ საუბრობს კიმ კარდაშიანი ცნობადობაზე.

”ფული ყოველთვის ჩემი მიზანი იყო, მაგრამ მე შეპყრობილი ვიყავი ცნობადობის სურვილით, სამარცხვინოდ შეპყრობილი. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ცნობადობა დამოკიდებულებას იწვევს”, - თქვა კიმ კარდაშიანმა.

კანიე ვესტმა მას ასევე კითხა, როგორი გრძნობაა როდესაც ინსტაგრამზე 146 მილიონი გამომწერი გყავს.

”ჩემს ყველაზე ბნელ პერიოდებშიც კი არ მინანია, რომ ჩემი თავი იქ დავაყენე, სადაც ვარ. მე მომწონს, რომ მაქვს ხმა და ვაფასებ რომ ამისთვის მაქვს პლატფორმა მოცემული, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან მინდა უფრო მეტი პირადი სივრცე მქონდეს”, - თქვა კიმ კარდაშიანმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები