ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კარიერა დაასრულა

NBA

ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კარიერა დაასრულა. როგორც "გოლდენ სტეიტი" სოციალურ ქსელში წერს, ფაჩულია გუნდში დაბრუნდება და ახალ პოზიციაზე იმუშავებს - ის გუნდს კონსულტაციას საკალათბურთო სფეროში, ასევე ბიზნესსა და სხვა საქმიანობებში გაუწევს.  

ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ს მოგება შეძლო. მან Golden State Warriors-ში ორი სეზონი გაატარა და ამ კლუბთან ერთად ჩემპიონი ორჯერ, 2017-18 წლებში გახდა. ზაზა ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან თამაშობდა. 2003 წლიდან დღემდე ის "ორლანდო მეჯიკის", "მილუოკი ბაქსის", "ატლანტა ჰოუკსის", "დალას მავერიქსის", "გოლდენ სტეიტისა" და "დეტროიტ პისტონსის" ღირსებას იცავდა.

კომენტარები